წინამძღვარი
 



ეკლესიის წინამძღვარი

წინამძღვრის სიტყვა

მშვიდობა თქვენდა!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება წმიდა სამების ეკლესიის ვებგვერდზე.


ბიოლოგს, რომ შეეკითხოთ, თუ რა არის ძირითადი სასიცოცხლო მოთხოვნილებები, ის გიპასუხებთ: “ჰაერი, წყალი, საკვები და სინათლე”. იგივე რომ ჰკითხოთ ფარმაცევტს, ალბათ, პასუხად ჩამოგითვლით ადამიანისათვის საჭირო მიკროელემენტებისა და აუცილებელი ვიტამინების გრძელ სიას. მაგრამ ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ფიზიკური სიცოცხლე. ცხოვრებაში არის, აგრეთვე, სულიერი და ემოციური ასპექტები, ხოლო სულიერი და ემოციური ფაქტორები ისევე აუცილებელია, როგორც ჰაერი, წყალი და საკვები. მათ გარეშე შეუძლებელია სრულფასოვანი ცხოვრება, უფრო მეტიც, მათ გარეშე თქვენ კი არ ცხოვრობთ, არამედ არსებობთ.


მაშინ, როდესაც ირგვლივ ბობოქარი და სწრაფი ცვლილებებია, საჭიროა ჩაეჭიდოთ ისეთ რაღაცას, რაც არასდროს იცვლება. იმის და მიუხედავად, თუ რა გველოდება მომავალში, ჩვენ მაინც გვრჩება სულიერი საჭიროებანი:


თქვენ გჭირდებათ ძალა იმისათვის, რომ იცხოვროთ;


თქვენ გჭირდებათ ადამიანები, რომლებთანაც შეძლებდით ცხოვრებას;


თქვენ გჭირდებათ ცხოვრების გეგმა, რომლის მიყოლასაც შეძლებთ;


და თქვენ გჭირდებათ მიზანი, რომლის გულისთვისაც თქვენ შეძლებთ ცხოვრებას.


მე მაქვს თქვენთვის სასიხარულო ამბავი: ღმერთი, რომელმაც შეგვქმნა ფიზიკური და სულიერი მოთხოვნილებებით, აკმაყოფილებს და აღავსებს ჩვენს საჭიროებებს თავისი მხოლოდშობილი ძის, იესო ქრისტეს მეოხებით. იგი არის ყოველგვარი სიკეთის სრულყოფილი წყარო, სიკვდილი ღმერთს არ შეუქმნია და არც ცოცხალთა დაღუპვით ხარობს, მასში არის მთელი სისავსე და წმ. ავგუსტინეს სიტყვებით რომ ვთქვათ: "არ დაცხრება ჩვენი გული, ვიდრე არ ჰპოვებს სიმშვიდეს ღმერთში".


ქრისტიანობა ღვთის სიტყვის რელიგიაა და წმ. ბერნარ კლერვოელის თქმით, არა მუნჯი სიტყვის, არამედ ცოცხალის. ღმერთი ძველთაგან, მრავალგზის და მრავალგვარად გველაპარაკებოდა, უკანასკნელ დღეებში კი გველაპარაკა ძეში, რომელიც დააყენა ყოვლის მემკვიდრედ, ვისი მეშვეობითაც შექმნა საუკუნენი. ის, ღვთის ძე, იესო ქრისტე, და მხოლოდ ის, როდესაც აღასრულა ჩვენი ცოდვების განწმენდა, დაბრძანდა დიდების მარჯვნივ მაღალთა შინა.


გვეწვიეთ და ერთად აღმოვაჩინოთ უფლისაგან ჩვენთვის გამზადებული საოცარი მადლი.


pastor@stecclesia.org


  

English | Русский 



 


მთავარი | მრწამსი | წინამძღვარი | წირვა | კანონიკა | ბიბლიოთეკა | კონტაქტი

საავტორო უფლება © 2009 - 2017  წმიდა სამების ეკლესია